28 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ მას არ აქვს უფლება არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება" - მაია მგელიაშვილი

ბოლო ინფორმაციით,  ნინოწმინდის პანსიონიდან დღის ბოლომდე 5 უნარშეზღუდულ ბენეფიციარს გამოიყვანენ.

ბოლო 2 საათის განმავლობაში პანსიონი კიდევ 2-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელმა დატოვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ 5 შშმ ბენეფიციარი პანსიონს დატოვებს, შენობაში დარჩება 40 აღსაზრდელი, რომლებიც მხოლოდ მშობლების ნებით დატოვებენ ტერიტორიას.

"კურიერი" გაესაუბრა "ვორლდ ვიჟენ” საქართველოს წარმომადგენელს, მაია მგელიაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა, წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს. 

"მეუფე სპირიდონის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ არის დადებითი, მაგრამ ის ამბობს, რომ მას არ აქვს უფლება არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებში დიდი ზომის დაწესებულებები საერთოდ ვერ ჯდება, ყველა დიდი ზომის დაწესებულებას ეტაპობრივად უნდა შეეცვალოს ფორმა და იქ მყოფი ბავშვები ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებზე უნდა გადავიდნენ. იმ ფონზე, როდესაც აქ იმყოფებიან სოცმუშაკები 24 საათიან რეჟიმში, ვიმყოფები მეც, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოვადგენ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დამერწმუნეთ, რომ მათ საფრთხე არ დაემუქრებათ," - განაცხადა მაია მგელიაშვილმა. 

დღის ამბები