28 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძის ბრალდებები გიორგი გახარიას - "ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა მუქარის წერილი პირადად გადასცა

3 წლის შემდეგ, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის გაგზავნილი ე.წ. მუქარის წერილი კვლავ აქტუალური ხდება. ბადრი ჯაფარიძე საჯაროდ პირველად ამბობს, რომ ე.წ. მუქარის წერილი პირადად მას გიორგი გახარიამ გადასცა.

დამატებით დეტალებზე "ლელოს" ლიდერი არ საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ გამოძიების კომპეტენციაა დადგინდეს, თუ ვისი დავალებით მოქმედებდა გახარია, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

გახარიას პარტიაში დღეს ბრალდებები უარყვეს და მას სპეკულაციები უწოდეს. საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ელოდება ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ კითხვებს პასუხი თავად გახარიამ უნდა გასცეს.

დღის ამბები