ინდოეთში საქორწილო რიტუალის დროს ახალგაზრდა ქალი მიწაზე დაეცა და გარდაიცვალა.
ინციდენტი 27 მაისს, სოფელ სამასპურში მოხდა. მაშინ, როდესაც ადგილობრივი მცხოვრები მანგეშ კუმარი მის რჩეულზე, სურბიზე ქორწინდებოდა და რიტუალის თანახმად, წყვილი ერთმანეთს ყვავილებს უცვლიდა, პატარძალი დაეცა და გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა.
იმის ნაცვლად, რომ სადღესასწაულო სუფრა სამგლოვიაროდ გადაქცეულიყო, ქალის ცხედარი ოთახში დაასვენეს, მამაკაცს კი გარდაცვლილი გოგონას და შერთეს ცოლად.
"ჩვენ არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა ამ სიტუაციაში, ორივე ოჯახი ერთად ვიყავით, უცებ კი ვიღაცამ შემოგვთავაზა, რომ ჩემი უმცროსი და, ნიშა გაჰყოლოდა მამაკაცს ცოლად," - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.
"ეს ძალიან რთული იყო ჩვენი ოჯახისთვის. ერთი ქალიშვილის გვერდით ოთახში გარდაცვლილი იწვა, ხოლო მეორე ქალიშვილი ამ ოთახში ქორწინდებოდა," - ამბობს ჟურნალისტებთან გარდაცვლილი პატარძლის ბიძამ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც ინდოეთში ქორწილის ბოლო წუთებში მოუწიათ ნეფე/პატარძლის შეცვლა. სწორედ მაისში მოხდა მსგავსი შემთხვევა, როცა მამაკაცი საქორწილო ცერემონიიდან გაიქცა, ოჯახს სხვა კაცის ამორჩევა მოუწია.
ავტორი ბაჩი ტყემალაძე