28 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
მაისში ყველაზე მეტად ისევ ზეთი გაძვირდა - კიდევ რომელ პროდუქტებზე გაიზარდა ფასები

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.

წინა თვესთან შედარებით, ზეთისა და ცხიმის ფასმა 42.7%-ით კიდევ მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7%, რძე, ყველი და კვერცხი 8.0%, ყავა, ჩაი და კაკაო 8.0%, თევზეული 7.6%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.2%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.0%, პური და პურპროდუქტები 5.8%.

ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -23.3%, ასევე ხილსა და ყურძენზე -20.9%. ასევე 20.9 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი.

აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% იყო, მაისში კი 7.7%-მდე გაიზარდა.

დღის ამბები