29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
პრემიერის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ჩაიტარებს ყველა შესაფერის მკურნალობას - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი არც ერთ იმ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა, რომლისთვისაც ვაქცინაცია გეგმის მიხედვით პრიორიტეტული იყო. თამარ გაბუნიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის შესაფერისი მკურნალობის ყველა ზომას ჩაიტარებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის, რა თქმა უნდა, ჩაიტარებს ყველა შესაფერის მკურნალობის ზომას, რაც ამ შემთხვევაში ტარდება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა მიყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული ამ შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზრღვრული არის გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს COVID-19 დაუდასტურდა. პრემიერი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

დღის ამბები