29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ფილიპინელი მოქალაქე კარანტინის დარღვევის გამო 300 ჩაჯდომითი ვარჯიშით დასაჯეს - მამაკაცი მეორე დღეს გარდაიცვალა

ფილიპინელი მოქალაქე კოვიდრეგულაციების ფონზე დაწესებული კარანტინის დარღვევის გამო 300 ჩაჯდომითი ვარჯიშით დასაჯეს, რის შემდეგაც მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ოჯახმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია. დარენ მანაოგ პენარედონდო, ახლობლების მტკიცებით, პოლიციამ ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გააჩერა, სასჯელის შემდეგ მეორე დღეს კი ის გარდაიცვალა. 

პროვინცია კავიტეში კორონავირუსთან ბრძოლის გამო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს.   

ქალაქ ტრიასის პოლიციის ხელმძღვანელის მტკიცებით, რეგულაციების დარღვევის გამო პოლიციის ოფიცრები სასჯელის მსგავს მეთოდებს არ მიმართავენ და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლებიან. ამ კონკრეტულ ფაქტს კი მკაცრად გამოიძიებენ.  

 

დღის ამბები