ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში კვლავ საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. სოფელში გადაადგილების მკაცრ შეზღუდვას სამართალდამცავები აკონტროლებენ. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.
ადგილზე კვლავ მუშაობენ ეპიდემიოლოგები. გაიტესტა 500-ზე მეტი ადგილობრივი, ვირუსი დაუდასტურდა 22 ადამიანს. ინფიცირებულების კონტაქტები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.