29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ოპოზიციაში საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს

ოპოზიციაში საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, კონკრეტულად პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების, ან მასთან მიმავალი გზების საკითხები.

ოპონენტები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მეტი კონსტრუქციულობისკენ და ურჩევენ, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყნის ევროპული მომავალი.

"გონივრულ ფარგლებში, ჩვენ ყველა შანსს გამოვიყენებთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ რადგან ხელისუფლება ექსტრემისტებივით იქცევა, მათ ანგარიშს გავუწევთ,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

არიან პარტიები, რომლებსაც საერთოდ შეუძლებლად მიაჩნიათ მოლაპარაკება და დიალოგის პროცესს პესიმისტურად უყურებენ. 

დღის ამბები