29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ბარიერის შემცირება 3%-მდე და 4 კაციანი ფრაქცია - "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება. ცვლილებებით საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე მცირდება, ფრაქციას კი, 7 დეპუტატის ნაცვლად უკვე 4 შექმნის. არის სხვა ინიციატივებიც, რომელიც უმრავლესობასა და პარტია "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმში მოხვდა.

ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, ამიტომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, კითხვა რჩება ღიად - როგორ დაამტკიცებს მას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

რაც შეეხება ამ ცვლილებების ინიცირებას, ამ პროცესს ხელი არ შეეშლება, რადგან პროცედურის დაწყებას 76 დეპუტატის ხელმოწერა ჰყოფნის.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ეს არის ბოლო მაშველი რგოლი, რომელსაც პოლიტიკური პროცესი ამ პარტიებს უგდებს.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და აცხადებენ, რომ საარჩევნო ცვლილებები ერთიან პაკეტში უნდა იქნეს განხილული და ამაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დღის ამბები