29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა - კახა კუჭავა

"ქართულ ოცნებაში" სენატორების განცხადებებს პასუხობენ. პარლამენტის ერთ-ერთი ვიცესპიკერი კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ საქართველო რჩება ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და გაგრძელდება მუშაობას ყველა გამოწვევის დასაძლევად. 

"გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მაკფიო გზავნილები. 2012 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა. ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს.

ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის პოლიტიკურმა ლიდერებმა. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის პატარა პარტიებს, გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებებს გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა  იქნეს წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად.

შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება.

სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური, დემოკრატული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში," - ამბობს კახა კუჭავა. 

 

დღის ამბები