გოგი წულაის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა.
გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იქამდე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.