ბელარუსში კონსტიტუციის დღეს აღნიშნავენ - პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სიმბოლურად ამ დღისთვის ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების დაწყება დააანონსა. გაიმართა შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიასთანაც.
ცვლილებები კონსტიტუციაში 2021 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს, 2022 წელს კი ბელარუსის საზოგადოებამ რეფერენდუმის სახით ახალ კონსტიტუციას უნდა დაუჭიროს მხარი.
ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პიოტრ მიკლაშევიჩმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ღიად წარიმართება და საზოგადოებას სრულად ექნება შესაძლებლობა ქვეყნის კონსტიტუციის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით, საკუთარი წარმოადგინონ მოსაზრებები.