29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
მეც შეწუხებული ვარ რომ იგვიანებს, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად და გახსოვთ რა ამბავი ატყდა?! - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანა მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად, თუმცა საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს აჟიოტაჟი მოჰყვა და ხელისუფლებამაც უარი განაცხადა აღნიშნული ვაქცინის მიღებაზე.

ცერცვაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს.

"რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიეთ სტაბილიზაციას და ძალიან მინდა, ეს რომ  სწრაფად გამაგრდეს საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. იცით არ შეიძლება ასე ლაპარაკი, ჩვენ ჩინური ვაქცინის შემოსატანად, რუსულს არც ვახსენებ, იმიტომ, რომ რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია.

რუსული ვაქცინა კარგიც, რომ აღმოჩნდეს, მასზე მაინც უარს იტყვის ალბათ საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ და გახსოვთ რა ამბავი ატყდა. კი ბატონი ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა და ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ, ევროპულ ვაქცინებს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები