საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა "ლე ფიგაროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებებია საჭირო, ხოლო მის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
პირველ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და "გავლენით ვაჭრობაში".
სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.