29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება.

დღეს დილით ნიკა მელიას დაკავებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო შეკრება უკვე კანცელარიის შენობასთან დაგეგმეს.

მოთხოვნებს შორისაა, ნიკა მელიას განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დანაყოფები ავტობუსებით რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს, ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია დაცული.

დღის ამბები