29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
წიწაკის სპრეის გამოყენება დახურულ სივრცეში, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებას - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება ყველა საერთაშიროსო ორგანიზაციის სტანდარტით დაუშვებელია. 

"ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, წიწაკის სპრეის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ სივრცის დატოვების საშუალება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი.

სიპიტის 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაცია, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. 

ადამიანის უფლებათა სტანდარტით წიწაკის სპრეის გამოყენება არ შეიძლება დახურულ სივრცეში," - ამბობს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები