29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
მინდა მთავრობის სახელით საჯაროდ გადავუხადო მადლობა ვახტანგ გომელაურსა და მთელს პოლიციას იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის გამო, შს მინისტრსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა. 

"დღეს ჩვენ გავხდით იმის მომსწრე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფო. გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა მას და მთელს პოლიციას საჯაროდ მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით. ნიკა მელია კრიმინალია, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა რომ ის კრიმინალია. ის საქმე, რისთვისაც ნიკა მელია დააკავა პოლიციამ, უკავშირდება სწორედ პარლამენტის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან დაგეგმა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. გამოყენებულ მეთოდებს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტია. დღეს ჩვენმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დილის 9 საათზე დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს. მანამდე კი ოთახში და მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დღის ამბები