29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის რანგში ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება.

მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან დავით გარეჯის საკითხზე გამართავს მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მხარეები გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. 

"დავით გარეჯის საქმეც თვალსაჩინო მაგალითია ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ. პირველ რიგში ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან და მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს და შევძლებთ მოლაპარაკებას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

დღის ამბები