29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის წარდგენისას განაცხადა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ხალხში სოციალური უთანასწორებით გამოწვეული უკმაყოფილებით სარგებლობენ და ქაოსის შემოტანას ცდილობენ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფოს გამოწვევაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს.

"ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის. ეს დღეს მთელი მსოფლოს და ჩვენი პრობლემაც არის და არაფერს კარგს არ გვიქადის. უთანასწორობა, მიჩნეულია, რომ ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ გარკვეულ ძალებში პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, როლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, როგორ ისარგებლონ უკმაყოფილების ამ განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, თუნდაც მათივე მონაწილეობით, შეიქმნა ამ ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ საზოგადოების ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას, თუ რითვის სჭირდებათ მათ ამ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსსა და არეულობისკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიქციონ ყურადღება. სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალიზმი და დესტრუქციულობა ჩვენს რეალობაში პოლიტიკად საღდება, ძალადობა კი, ლამის გმირობად. მაგრამ, ვაღიაროთ, რომ ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

დღის ამბები