22 თებერვალს დედამიწას საფეხბურთო სტადიონის ზომის ასტეროიდი მიუახლოვდება, ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო იტყობინება.
ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 213 მეტრია და ის დედამიწიდან 4 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაიფრენს.
ამავე დღეს დედამიწას კიდევ ერთი ასტეროიდი მიუახლოვდება, რომლის დიამეტრი 10 ჯერ მცირე იქნება. ასტეროიდი სახელწოდებით, ბი ვი 9 დედამიწიდან 6 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაიფრენს.