29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
კახეთში ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ყაჩაღობის მუხლით კახეთში დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

გამოძიების ინფორმაციით, 20 წლამდე შეიარაღებული მამაკაცი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასურსათო მაღაზიაში ორი დღის წინ შეიჭრა. მაღაზიის მეპატრონეს, 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, დანის მუქარით წაიღო 1500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი, სიგარეტები, ქალი დააბა და მიიმალა.

დაზარალებული მეზობლებმა ნახეს, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს. საჭირო გახდა დაზარალებულის დროებით კლინიკაში გადაყვანა.

დღის ამბები