29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 2 ახალი მინისტრი იქნება - ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი კაბინეტი დაასახელა

უკვე ცნობილია, ვინ ჩაიბარებენ მინისტრების პორტფელებს ახალ მთავრობაში - ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ 2 ახალი მინისტრი იქნება - თავდაცვის სამინისტროს ჯუანშერ ბურჭულაძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს კი - ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. 

მინისტრობის კანდიდატურებს საკომიტეტო და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ. ნდობას მთავრობას პარლამენტი უკვე მომავალ კვირაში გამოუცხადებს, ამისათვის საჭირო 76 დეპუტატის ხმა მმართველ პარტიას აქვს.

დღის ამბები