სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი წინამძღვარი ჰყავს. პატრიარქი პორფირე დღეს აკურთხეს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრად, ცერემონია საბორნას ტაძარში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის წინა პატრიარქი ირინეი კოვიდ 19-მა იმსხვერპლა. პატრიარქი პორფირე სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერთ ერთი გავლენიანი სასულიერო პირია, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილ პატრიარქ ირინეისგან განსხვავებით, პორფირე კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით ხისტი პოლიტიკით არ გამოირჩევა, რაც შანსს მისცემს ალექსანრ ვუჩიჩს, კოსოვოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრობლობის შესაძლებლობაზე იფიქროს.