29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელებენ.

ვინ იქნებიან მინისტრობის კანდიდატები, დღეს გახდება ცნობილი - მათი შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება. 

საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. ვინ დატოვებს და ვინ შეინარჩუნებს სამთავრობო კაბინეტში პოსტებს ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ - 18 საათზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიმართვა ბიუროს წარედგინება და ამის შემდეგ, პარლამენტში შესაბამისი პროცედურები დაიწყება - საკანონმდებლო განხილვები, ასევე, კანონმდებლები მთავრობის ახალ პროგრამას მოისმენენ და ბოლოს უკვე სესიაზე ახალი მთავრობა დამტკიცდება.

იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ ნდობა გამოუცხადოს მინისტრთა ახალ კაბინეტს, 66 კანონმდებლის მხარდაჭერაა საჭირო.

დღის ამბები