29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებები გავმართოთ - ენმ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მმართველ პარტიას მოუწოდებს არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ. ამასთან როგორც ენმ-ს განცხადებაშია ნათქვამი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის კი აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ენმ-ში აცხადებენ რომ მზად არიან კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით:

"საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია - დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დგას და ნიკა მელიას ფიზიკურად იცავს, ანუ სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

"ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენრადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ, "ქართულ ოცნებას" არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით,"- ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

დღის ამბები