საფრანგეთის პრეზიდენტი ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის განაწილების საკითხი წამოჭრა. ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, თავიანთი ვაქცინების 4-5% სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კოვიდვაქცინის განაწილების იდეას მხარს უჭერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინის გაზიარების იდეას, აშშ-ის მხარდაჭერაც ექნება.