29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
აშშ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის წინააღდეგ სანქციები გააფართოვა. სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, შტატებმა სავიზო შეზღუდვები ბელარუსის 43 მოქალაქეს დაუწესა. აშშ მათ პასუხისმგებლობას ბელარუსში დემოკრატიული პროცესების ხელშეშლის გამო აკისრებს.

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პროდემოკრატიული აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გამო.

"ჩვენ ბელარუსის მამაცი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები