29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ესპანეთში დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერებმა ნაგვის ურნები დაწვეს, ბარიკადები აღმართეს და სპეცრაზმს ქვები დაუშინეს 

ესპანეთის ქალაქებში სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქების ბრალდებით დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერი აქციები გრძელდება.

გასულ ღამეს მომიტინგეთა ნაწილმა ნაგვის ურნები დაწვა, ბარიკადები აღმართა და სპეცრაზმს ქვები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინა.

ქალაქ ვალენსიაში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელკეტები გამოიყენა და სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა.

აქციების დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 80-მდე ადამიანია დაკავებული, 100-ზე მეტი პირი კი - დაშავებულია.

32 წლის რეპერი პაბლო ჰაზელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები