29 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშილი დაასახელა

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 

ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინებტი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე.  მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

ის იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა შს მინისტრის პოსტს. პრემიერობის კანდიდატად მეორედ დასახელებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გადადგა. გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

დღის ამბები