29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
შს მინისტრის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო - ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას კანონის მორჩილებისკენ მოუწოდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდა, დაემორჩილოს კანონს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაპატიმრებას. 

"პრემიერის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული მთავრობის ახალი გუნდის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები