29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
იმედს ვიტოვებთ, მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილავთ საკითხს ახალი არჩევნების ჩატარებაზე - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ოპოზიციური ერთობის სახელით განაცხადა, რომ იმედოვნებს, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება განახლდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. 

"პირველივე დღიდან ჩვენ, საერთო ოპოზიციური ერთობა, არაერთ ფორმატში არაერთხე აცხადებდა, რომ ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ, ჩატარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს მიულოცავდა დამარცხებულიც; სადაც ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო, ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში.

ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე​, ოპოზიციურმა პარტიებმა დავსახეთ მიზნები ამ მძიმე კრიზისიდან გამოსასვლელად და მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა 2020 წელს, სადაც ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნების შედგები გააყალბა. შესაბამისად, ცვლილებები ვერ განხორციელდა, არადა, ამისი დაუოკებელი სურვილი იყო. დღესაც ერთგულები​ ვართ იმ მართლაც გარდაუვალი ცვლილებების, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს.

ოპოზიცური პარტიების სახელით ვაცხადებ, რომ იმედს ვიტოვებთ, მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილავთ საკითხს ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ არის, არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება ძალადობა, ვინმეს დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები,"- გაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები