29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალზედ მძიმე მოვლენაა" - რებეკა ჰარმსი

ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ​"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას Twiter-ზე ეხმაურება.

სოციალურ ქსელში რებეკა ჰარმსი ​წერს, რომ "თბილისში ბნელი დღეა".

"საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც რამდენჯერმე გამოთქმულა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალზედ მძიმე მოვლენაა. მართლაც ბნელი დღეა თბილისში,"- წერს რებეკა ჰარმსი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები