29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის - ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა.

"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები