29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა, 78 ხმით მიიღეს. საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.

​დადგენილების მიღებიდან 3-დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განსაზღვროს და დასამტკიცებლად ბიუროს წარუდგინოს. უმრავლესობა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის ოპოზიციისთვის კარი ღიაა. პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც არჩევნების სფეროში მონაწილეობის უშუალო კომპეტენცია აქვს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, რეგლამენტით გათვალისწინებულ ფორმატში.

დღის ამბები