დღეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეკავებისა და თავდაცვის დაფინანსების გაფართოების საკითხს განიხილავენ.
როგორც ვიდეოკონფერენციის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატოს თავდაცვის მინისტრები ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მომზადებას დაიწყებენ.
გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებს მინისტრებისთვის შეთავაზება გააკეთოს ნატო-2030-ის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით.
ვიდეო კონფერენცია 2 დღიანია და ის 17 და 18 თებერვალს არის ჩანიშნული.