29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ავტომობილებმა, რომლებსაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ გარკვეულ ლოკაციებზე საცობები შექმნეს - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თოვლის გამო თბილისში კონკრეტულ ლოკაციებზე საცობები შეიქმნა. ამის მიზეზად კახა კალაძე ავტომობილების არასათანადო გამართულობას ასახელებს და ამბობს, რომ მათ მოძრაობა ზამთრის საბურავების არქონის გამო გაუჭირდათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"არის ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები, ჩაიხერგა ავტომობილების გამო, რომელთაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავი არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, იმიტომ რომ ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას," - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გზების გამწმენდი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს თოვის დაწყებისთანავე და შესაბამისად გაგრძელდება.

დღის ამბები