29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ჯანმო: მსოფლიოში Covid-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ 16%-ით არის შემცირებული.

გასულ კვირას პანდემიამ მსოფლიოში 81 000 პაციენტი იმსხვერპლა, დაინფიცირდა 2,7 მილიონი ადამიანი. ამჟამად ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 500 000-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითვე, ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, მსოფლიოს უკვე 94 ქვეყანაშია დაფიქსირებული, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი 46 ში, ბრაზილიაში დაფიქსირებული ვარიანტი კი – 21 ქვეყანაში.

Covid-19-მა ბოლო 24 საათში 10 000-მდე პაციენტი იმსხვერპლა, გამოვლინდა 340 ათასი ახალი ინფიცირების შემთხვევა.

დღის ამბები