29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რეპერის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ბარსელონაში, ვალენსიაში, ჟირონასა და რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

პოლიციამ რეპერი ლერიდას უნივერსიტეტში დააკავა, რომელსაც მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად თავს აფარებდა.  

დღის ამბები