29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
დავით ზალკალიანმა მინისტერიალზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა ვიდეო-კონფერენციის საშუალებით გამართულ მინისტერიალზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წლით გახანგრძლივებაზე.

ზაზა გახელაძისთან ერთად დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ყველა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას. მაღალი დონის მინისტერიალი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში თვითნებური დაკავების წინააღმდეგ შემუშავებული დეკლარაციის მიღებას მიეძღვნა.

დღის ამბები