29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
დე ფაქტო ცხინვალის არაღიარებულმა მთავრობამ სან-მარინოს "ოფიციალურ წარმომადგენლად” ფრანჩესკო კიარელი დანიშნა​

დე ფაქტო ცხინვალის არაღიარებულმა მთავრობამ სან-მარინოს რესპუბლიკაში თავისი "ოფიციალური წარმომადგენელი" დანიშნა.

ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობას სან-მარინოს მოქალაქე ფრანჩესკო კიარელი დაიკავებს.

არაღიარებული ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობებში შედის სანმარინოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთს შორის კონტაქტების დამყარება.

ერთობლივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროგრამების მომზადება და მათი განხორციელება.

დღის ამბები