29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ივანიშვილის პოლიტიკურ პერიოდში საქართველო მიუახლოვდა დასავლეთის ინსტიტუტებს- Hill

გამოცემა Hill სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ბაიდენის პოლიტიკური ინტერესების გაძლიერებაზე კავკასიის რეგიონში. ამერიკული საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ბაიდენმა, შესაძლოა, უკუაგდოს რუსეთი, კავკასიაში მისი მეზობლების მხარდასაჭერად.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის მთავარი საყრდენი, პრეზიდენტისთვის ახალი მიდგომის დემონსტრირების კარგი ადგილი იქნებოდა.

როგორც გამოცემა წერს, საქართველომ დემოკრატია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებითაც განამტკიცა.

"ივანიშვილის პოლიტიკურ პერიოდში საქართველო მიუახლოვდა დასავლეთის ინსტიტუტებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. პრიორიტეტი გახდა ნატოში შესვლა და უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავება", - ვკითხულობთ სტატიაში.

დღის ამბები