29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
გირაოს არგადახდა არ არის დანაშაული, ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა - ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალურმა მდივანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გირაოს არგადახდა დანაშაული არ არის და პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ  ნიკა მელია საპატიმროში მოხვდეს. 

"გირაოს არგადახდა, ეს არ არის დანაშაული. ამის გამო, პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ადამიანი საპატიმროში მოხვდეს. იმუნიტეტის არსი ის არის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. ჩათვალეთ, რომ ამ შემთხვევაში, ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა. და თუკი, პროტესტის ფორმა იმუნიტეტით დაცულია, მაშინ რატომ ვუხსნით მას იმუნიტეტს. რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ ეს ადამიანი საპატიმროში მოხვდეს. პარლამენტი ხომ არ შეიძლება პროკურატურის გაგრძელება იყოს. ხომ შეუძლია ამ ყველაფერზე პარლამენტმა,  არა თქვას. ზუსტად იგივეს ვიტყოდი ნებისმიერ თქვენმათგანს რომ ეხებოდეს ეს საკითხი, რადგან მგონია, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, დაიცვას თავისი კოლეგა. რისგან? - საპატიმროში მოხვედრისგან,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

 

დღის ამბები