29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია 1 და დაჭრილია 5 ადამიანი.

დაღუპული პირი სამოქალაქო კონტრაქტორია, დაჭრილებს შორის კი ერთი ამერიკელი სამხედროა.

როიტერის ინფორმაციით, თავდასხმა ქურთების რეგიონის დედაქალაქ ერბილში განხორციელდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „სარაია ავლია ალ-დამმა“ აიღო. დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ერაყში „ამერიკული ოკუპაცია“ იყო.

დღის ამბები