"სფეის იქსისა" და "ტესლას" დამფუძვნებელი რუსეთის პრეზიდენტს, სასაუბროდ ახალ სოციალურ პლატფორმაზე სახელწოდებით "ქლაბჰაუსში " იწვევს.
ამის შესახებ ილონ მასკმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა.
მილიარდერის წინადადებას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და შეთავაზებას საინტერესო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი სოციალური მედიით არ სარგებლობს.
მიუხედავად ამისა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იდეას იწონებს, თუმცა ამერიკელი გამომგონებლისგან სასაუბრო თემატიკის წინასწარ შეთანხმებას მოითხოვს.
"ქლაბჰაუსი" 2020 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და პანდემიის პირობებში დიდი პოპულარულობა მოიპოვა, სოციალურ პლატფორმაზე აქამდე სტუმრად იყო თავად ილონ მასკი, ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკენბერგი, ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კატჩერი და სხვა ცნობილი სახეები.