29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
14 გარდაცვლილი, 740 ინფიცირებული და 496 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 266462 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 496 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ  259228 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ 14  ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3377  ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 20 549, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 14802, PCR ტესტით - 5747. 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,6%, ბოლო 14 დღის -  2,9%, ბოლო 7 დღის - 2,4%.

230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1848 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში 242.

 

დღის ამბები