29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
აშშ-ში უამინდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

4 ადამიანი ემსხვერპლა დიდთოვლობას შეერთებულ შტატებში. უამინდობისგან გამოწვეული ინციდენტების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები ტენესის, კენტუკსა და ლუიზიანას შტატებში დაფიქსირდა.

მილიონობით ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.

მისისიპიში, ალაბამაში, ორეგონსა და სხვა შტატებში თოვლისა და მოყინული გზების გამო ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები