29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა სცადეს.

უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტს და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს. ისინი უკვე გამოიკითხნენ.

მედიაჰოლდინგში იმედოვნებენ, რომ პოლიცია მომხდარზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

"ჭიათურაში ვიყავით, ვწერდით რესპონდენტს, რა დროსაც ორი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მოვიდა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, შემდეგ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ. მოვედით მერე განყოფილებაში, დაგვკითხეს შესაბამისად, ყველაფერი აღვწერეთ როგორც მოხდა და იმედი გვაქვს, რომ ჭიათურის პოლიცია სათანადო რეაგირებას მოახდენს," - ამბობს ჟურნალისტი, ანუკი ლიპარიშვილი

დღის ამბები