29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
უკვე მეორედ, პარლამენტი დღეს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას კენჭს უყრის

უკვე მეორედ, პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების პროცედურას იწყებს. სესია, სადაც კენჭისყრა იგეგმება, 12 საათისთვის დაიწყება. მანამდე კი დეპუტატები საკითხს საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. განხილვას საქმის პროკურორი და ნიკა მელიას ადვოკატებიც დაესწრებიან.

მმართველ გუნდს გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ისინი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმას ერთსულოვნად დაუჭერენ. ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობიან "მოქალაქეები".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას ქმედებების საპასუხო იქნება. 

"პარლამენტი უსამართლო გადაწყვეტილებებს არ ღებულობს, ან უნდა ავყვეთ რასაც ნიკა მელია ამბობს და ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ჩაანაცვლა ნაცმოძრაობამ, ან უნდა მივცეთ სასამართლოს განიხილოს რამდენად მართებულია ენმ-ს თავმჯდომარის მოქმედებები,"- ამბობს გია ვოლსკი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის, თქმით კი თუ ნიკა მელია არ გადაიხდის დაკისრებულ გირაოს, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა ერთიანად დაუჭერს მხარს მისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას, რაც მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ლოგიკური პასუხი იქნება. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასათვის საპარლამენტო მანდატის გაუქმება კონტრპროდუქტიული იქნება და არსებული პოლიტიკურ ვითარებაზე უარყოფითად აისახება.  

 

დღის ამბები