29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან - დაკავებულია რამდენიმე პირი

ამ წუთებში ქუთაისში ხმაურია. დაპირისპირება დაიწყო მერიასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ისინი მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც განყოფილებაში გადაიყვანეს. ასევე, ადგილზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. 

დღის ამბები