29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა - პრემიერი ნიკა მელიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ქმედებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს, პოპულიზმი უწოდა. 

მისი განცხადებით, ნიკა მელია ქულების დაწერას ცდილობს. 

"ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი, თუნდაც ამაში, არანაირია. ეს არის სამართალდამცველი სისტემის საქმე, სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც, არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია. რა შუაშია აქ "ქართული ოცნება" ან პროკურატურა. ჩემთვის, ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა,"-განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს იწურება ვადა, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ მისთვის შეფარდებული გირაო - 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. 

დღის ამბები